ჩვენ შესახებ
ჩვენ ვართ სალომე, ეკა და მაია. თითოეული ჩვენგანისთვის ქსოვა და ხელსაქმე არამხოლოდ ჰობი, არამედ იდენტობის ნაწილია, რომელიც შესაძლებლობას გვაძლევს გამოვხატოთ ჩვენი ემოციები და გავუზიაროთ სხვებს დადებითი ენერგია. კოვიდის პერიოდში, როდესაც ადამიანებს ზრუნვის, სითბოს და დადებითი ენერგიის გაზიარება გვჭირდებოდა ოჯახის წევრებისთვის, მეგობრებისთვისა და მათი ახალშობილი შვილებისთვის, ერთმანეთისგან სრულიად დამოუკიდებლად დავიწყეთ ნაქსოვი ფერადი პლედების ჩუქება. როდესაც ეს ამბავი ერთმანეთს გავუზიარეთ აღვფრთოვანდით და რადგანაც ჩვენს საჩუქრებზე უკუკავშირი ძალიან კარგი იყო, გადაწყვიტეთ, ეს ემოციები ჩვენთვის უცნობი ადამიანებისთვისაც გაგვეზიარებინა. ასე დაიბადა „დარიას“ შექმნის იდეაც.
დარია ჩვენი ბებიის სახელია. ის მთიანი საქართველოს, რაჭის მაღალმთიანი სოფლიდან იყო, სადაც ცას აწვდენილი ვერცხლისფერი ნაძვები იზრდებიან.
ჩვენი ხელით ნაქსოვი საბნები/პლედები მთელი ოჯახისთვისაა განკუთვნილი და სამ ძირითად მიმართულებად იყოფა. თითოეული მათგანი განსხვავდება ქსოვის ტექნიკით, ზომებითა და სხვა მახასიათებლებით. ეს მიმართულებებია: ახალშობილის ხაზი, მოზარდი ბავშვის ხაზი და ზრდასრულებისთვის განკუთვნილი ხაზი.
დღეს, ციფრულ სამყაროში, ყველაფერი შესაძლებელია რასაც ადამიანი მოინდომებს, მაგრამ ამავე დროს, ადამიანებს კვლავ სჭირდებათ ზრუნვა და ემოციების გაზიარება. ჩვენი ხელნაკეთი პლედები, სწორედ ამ მიზნით იქმნება, მისი თითოეული თვალის ამოყვანაში სულსა და გულს ვდებთ. გვჯერა, რომ თქვენც იგრძნობთ ამ ენერგიას და, მასში გახვეული, თქვენს სურვილებს უსაზღვრო შესაძლებლობებს აქცევთ.